იტალიასპორტი

იტალიის პოლიციამ რუსეთის ბიატლონისტთა ნაკრების ნომრებში ჩხრეკა მოაწყო

იტალიაში ადგილობრივმა პოლიციამ რუსეთის ბიატლონისტთა ნაკრების წევრთა ნომრებში ჩხრეკა ჩაატარა. პოლიციის რეიდი მსოფლიოს ჩემპიონატის ესტაფეტებამდე რამდენიმე საათით ადრე განხორციელდა.

როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, სამართალდამცავებმა ამოიღეს მსოფლიოს ჩემპიონის,ალექსანდრ ლოგინოვის ტელეფონი და კომპიუტერი. ასევე, გაჩხრიკეს ბიატლონისტის პირადი მწვრთნელის, ალექსანდრ კასპეროვიჩის ნომერი.

ირკვევა, რომ პოლიციამ ჩხრეკა ბიატლონისტთა საერთაშორისო კავშირის (IBU) ახალი ანტისადოპინგო მენეჯერის, სარა ფუსეკის ოფიციალური განცხადების საფუძველზე ჩაატარა. IBU-ს მიაჩნია, რომ იმ სასტუმროში, რომელშიც რუსეთის ნაკრებია დაბანაკებული, შესაძლოა დოპინგი არსებობდეს.

მსოფლიოს ჩემპიონატი ბიატლონში იტალიის ქალაქ ანტოლცში მიმდინარეობს.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close