დანიაში დააკავეს სოციალური სამსახურის თანამშრომელი, რომელმაც სოციალური პროგრამების საშუალებით 25 წლის განმავლობაში 26 მილიონი კრონა მოიპარა.
65 წლის ბრიტა ნილსენს 6,5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ქალი დანიის სოციალურ სამსახურში 40 წლის განმავლობაში მუშაობდა. 2018 წელს ნილსენი სამხრეთ აფრიკაში გაიქცა. როდესაც ინტერპოლმა მასზე ძებნა გამოაცხადა, იგი დანიაში დაბრუნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი დანაშაულს აღიარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტა ნილსენმა თანხა თითქმის მთლიანად დახარჯა და მთავრობამ მხოლოდ ექვსი მილიონი კრონის დაბრუნება შეძლო.
1tv.ge
კომენტარები