საბერძნეთიკრიმინალი

სისხლიანი გარჩევა ომონიაზე – ახალი დეტალები (ვიდეო)

გამოჩნდა ახალი დოკუმენტური ვიდეო, რომელიც გასულ კვირაში ომონიაზე, მენანდრუს ქუჩაზე მომხდარ სისხლიან გარჩევას უკავშირდება.

ვიდეოში ჩანს ინციდენტის მონაწილეები და სავარაუდო მკვლელები, რომლებიც სწრაფად ტოვებენ შემთხვევის ადგილს პოლიციის მოსვლამდე.

საბერძნეთის პოლიციის მკვლელობების გამოძიების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ათენის ცენტრში, ომინიაზე ავღანელი მამაკაცის მკვლელობას იძიებენ, ამჟამად ვიდეოს ყურადღებით სწავლობენ.

ტელეარხ OPEN-ის მიერ გამოქვეყნებული მასალა აჩვენებს, როგორ ტოვებს პისტოლეტებით შეიარაღებული დაახლოებით 10 კაცი მენანდრუს ქუჩას პირველი პოლიციელების მოსვლამდე. დამნაშავეებმა პირეოსის და საფოს ქუჩების გადაკვეთამდე მიაღწიეს და გაზის რაიონის მიმართულებით გაიქცნენ.

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close