ქართველი მოდელების წარმატება ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე (ფოტოები)
ქართველი დიზაინერების საერთაშორისო წარმატება აღარავის გვაკვირვებს, თუმცა ამჯერად გვინდა წარმოგიდგინოთ ქართველი მოდელები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს 2020 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩვენებებზე.
5-იდან 12 თებერვლის ჩათვლით ნიუ-იორკი მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში მოექცა. 2020 წლის ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ჩვენებებზე სამმა ქართველმა მოდელმა მიიღო მონაწილეობა – ნინი ნებიერიძემ, ლიკა როგვავამ და მარიშა შურღაიამ.
Hillary Taymour, ბრენდ Collina Strada-ს დიზაინერი წელსაც ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ეკო-მეგობრულ ხაზს, რადგან მან საკუთარი კოლექციით ამჯერადაც შეახსენა მსოფლიოს მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფისა და გლობალური დათბობის შეუქცევადი პროცესების შესახებ. 2020 წლის ახალი და ფერადი კოლექციის ჩვენება მწვანე ბალახისა და ბევრი მცენარის ფონზე ჩატარდა ღამის კლუბის ტერიტორიაზე. კოლექციაზე მუშაობისას მისთვის გადამუშავებული ქსოვილებისა და ორგანული პროდუქციის გამოყენება მთავარი პრიორიტეტია. ამ შთამბეჭდავი შოუს ნაწილი წელს ქართველი მოდელი – ნინი ნებიერიძე იყო, რომელიც ჩვენებაზე შვილთან ერთად გამოვიდა.
ნიუ-იორკის მოდის კვირეული 1943 წელს დაარსდა („პრესის კვირის“ სახელით), როგორც პარიზის მოდის კვირეულის ალტერნატიული ვერსია და საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილიც დაიკავა მსოფლიო მოდის ინდუსტრიის რუკაზე. ნიუ-იორკის მოდის კვირეულმა ფრანგული მოდის ტენდეციების ჩანაცვლება დაიწყო და, ამასთან ერთად, ნელ-ნელა ჟურნალ Vogue-ის გვერდების დიდი ნაწილიც დაიკავა.
კომენტარები