„ოსკარების“ ჟიურის შეკრებაზე ჟიურის თავმჯდომარედ ნუგზარ შარია აირჩიეს
ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა
რუსთაველის თეატრის მსახიობი ზურაბ შარია მამის, ამერიკაში მოღვაწე რეჟისორ ნუგზარ შარიას შესახებ სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაცია ავრცელებს:
„რამდენადაც „ჟურნალისტებს“ პოლიტიკური სკანდალის გარდა აღარაფერი აინტერესებთ და იოლი გზა ნახეს რეინტიგისთვის, მე გამცნობთ, რომ ლოს-ანჟელესში, ოსკარების ჟიურის შეკრებაზე, ჟიურის თავმჯდომარედ ფარული კენჭისყრით, ნუგზარ შარია აირჩიეს. ნუგზარ შარიას კანდიდატურა სტივენ სპილბერგმა წარადგინა! ნოემბერში, ნუგზარ შარია უჟგორდში იყო მიწვეული და იქ მიიღო ოსკარების ჟიურის მიწვევა. თავმჯდომარედ არჩევამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა.
ვულოცავ საქართველოს და შარიებს ამ წარმატებას. გილოცავ, მამაჩემო!“ – წერს ზურაბ შარია.
ნუგზარ შარიამ, როგორც მსახიობმა, არაერთი კინოროლით დაგვამახსოვრა თავი: „ხევისბერი გოჩა“, „პალიასტომი“, „აბესალომ და ეთერი“, „ენგურის ნაპირებზე“…
1970 წელს ნუგზარ შარია კუბაში გაემგზავრა ტურისტად და სსრკ-ში აღარ დაბრუნდა, შემდეგ პარიზში პოლიტიკურ თავშესაფარი ითხოვა და მალე რადიო „თავისუფლების” პარიზის განყოფილებაში დაიწყო მუშაობა. 1971 წელს იგი ნიუ-იორკში გაემგზავრა და „ამერიკის ხმაში” გააგრძელა მუშაობა, პარალელურად ლექციებს კითხულობს კინორეჟისურაში ნიუ-იორკისა და კოლუმბიის უნივერსიტეტებში.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები