იტალიასაზოგადოება

„კიარა“ იტალიაშიც მძვინვარებს – ერთი ადამიანი დაიღუპა

 შტორმი „კიარა“, რომელმაც ევროპის ქვეყნებს, მათ შორის, გერმანიას, საფრანგეთს და დიდ ბრიტანეთს გადაუარა და საკმაო ზიანი მიაყენა, მათ შორის, ადამიანური მსხვერპლის სახით, იტალიაშიც მძვინვარებს. ამის შესახებ „ანსა“ წერს.

ძლიერი ქარის შედეგად ერთი ქალი დაიღუპა ტრაონაში, სონდრიოს პროვინციაში (ლომბარდია). ამ დილით მას ქარის მიერ მოგლეჯილი სახლის სახურავის ფრაგმენტები დაეცა, რაც საბრალო ქალისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

ალპებში ქარის სიჩქარემ 200კმ/სთ-ს მიაღწია. ვინადიოში, კუნეოს რაიონში ქარმა მინერალური წყლის ქარხანას სახურავი ახდა, აგრეთვე, დაზიანდა ქარხანა მარკეში. ლაციოში გამოცხადებულია საფრთხის ყვითელი დონე ქარის გამო, განსაკუთრებით სანაპირო რაიონებში. არსებობს შტორმის რისკი კამპანიაში. უსაფრთხოების მოსაზრებით ნეაპოლის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ პარკები დაკეტა.

180 კმ/სთ-მდე სიჩქარის შტორმული ქარის, გადაუღებელი ძლიერი წვიმების და წყალდიდობების გამო კიარა უკვე გახდა, სულ ცოტა, 5 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი ჩრდილოეთ ევროპაში. ერთი ადამიანი შვედეთის სამხრეთში დაიღუპა ზღვაში ნავის გადაბრუნების შედეგად, 2 ადამიანი – მათ ავტომობილებზე ქარისგან წაქცეული ხის დაცემის შედეგად: ერთი – ლონდონში, ერთი – სლოვენიაში, ხოლო პოლონეთში, ზაკოპანეს რაიონში, სლოვაკეთის საზღვართან დედა-შვილი (გოგონა) ქარის მიერ მოგლეჯილი სახურავის დაცემის გამო დაიღუპნენ. აგრეთვე, ხეების წაქცევის შედეგად 3-მა ადამიანმა სერიოზული ტრავმა მიიღო გერმანიაში. მაინის ფრანკფურტში სამშენებლო ამწე ტაძარს დაეცა, რითაც მას სერიოზული ზიანი მიაყენა. ავსტრიაში ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 35 000 ოჯახი.

152 კმ/სთ სიჩქარის შტორმული ქარის გამო პარიზში ეიფელის კოშკი დაიკეტა.

ამჟამად საგანგებო სიტუაციამ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაინაცვლა და საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსვლეთ სანაპიროს და კორსიკას ემუქრება. გაუქმდა ასობით ავიარეისი.

კორუნა, ესპანეთი, 10 თებერვალი. EPA-ს ფოტო

კომენტარები

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close