აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატიული პარტიიდან“ პიტ ბუტიჯეჯი ემიგრანტის შვილი, ავღანეთის ომის ვეტერანი, პოლიგლოტი და ცუკერბერგის კურსელია. ის არის ადამიანი, რომელიც ქორწინებაში იმყოფება საყვარელ მამაკაცთან და, ამასთან, ქრისტიანულ ფასეულობებს იცავს.
პიტ ბუტიჯეჯი შტატ ინდიანას ქალაქ საუტ-ბენდის მერი 2012 წელს გახდა, მანამდე სამხედრო დაზვერვაში მსახურობდა. მალტელი ემიგრანტის შვილი ჰარვარდის კოლეჯში ზუსტად იმ დროს სწავლობდა, როცა ფეისბუკის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი. ბუტიჯეჯს მიღებული აქვს როდსის პრესტიჟული სტიპენდია ოქსფორდის უნივერსიტეტში, მან 7 თვე გაატარა ავღანეთში აშშ-ის საზღვაო ძალების სარეზერვო შემადგენლობაში, როგორც ანალიტიკოსმა და დაზვერვის სამსახურის მძღოლმა. ის ასევე მუშაობდა კონსულტანტად McKinsey & Company-ში. როგორც ამბობენ, ბუტიჯეჯი 7 ენაზე ლაპარაკობს, ზოგიერთ მათგანს, მაგალითად ესპანურს და ნორვეგიულს თავისუფლად ფლობს.
აშშ-ის დემოკრატიულმა პარტიამ აიოვაში ჩატარებული პირველი პრაიმერის შედეგები ნაწილი გამოაქვეყნა. ლიდერობს ინდიანას შტატის ქალაქ საუს ბენდის (South Bend) ყოფილი მერი პიტ ბუტიჯეჯი ხმათა 26.9%-ით, ხოლო ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 15.6%-ით ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. აიოვას პრაიმერისში არ მონაწილეობდა პარტიის კიდევ ერთი კანდიდატი, ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მილიარდერი მაიკლ ბლუმბერგი.
ბუტიჯეჯი დაქორწინებულია, მისი მეუღლე არის ჩესტენ გლეზმენი. წყვილი 2018 წელს დაქორწინდა.
ბუტიჯეჯი თავს მორწმუნედ მიიჩნევს, ყოველ კვირას ანგლიკანურ ეკლესიაში დადის. ამის გამო დონალდ ტრამპი მომავალ და სავარაუდო მოწინააღმდეგეს აკრიტიკებს. „ბუტეტე, ბუტიჩეჩ, საერთოდ არავის შეუძლია მისი გვარის წარმოთქმა, ალბათ მისი გვარივით რთულია მისთვის კვირას ეკლესიაში ყოფნა“, – თქვა დონალდ ტრამპმა ერთ-ერთი შეხვედრის დროს.
პიტ ბუტიჯეჯს რასიზმშიც ადანაშაულებენ. ქალაქის მერის პოსტზე ყოფნის დროს მან აფროამერიკელი პოლიციის შერიფი თანამდებობიდან გაათავისუფლა, მას შემდეგ ამ ქალაქის შერიფები მხოლოდ თეთრკანიანები არიან.
expressnews.com.ge
კომენტარები