სპორტისაქართველო
რომში, ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი იჭიდავებს
საქართველოს ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების სამწვრთნელო შტაბებმა ევროპის ჩემპიონატზე წასაყვანი შემადგენლობები დაასახელეს. კონტინენტის პირველობას 10-16 თებერვალს რომი უმასპინძლებს და მასში მონაწილეობას სულ ოცი ქართველი მოჭიდავე მიიღებს. მათ შორის არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები: ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე, ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი.
10-12 თებერვალს ევროპის ჩემპიონ-პრიზიორები გამოვლინდებიან ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, თავისუფალ ჭიდაობაში კი მედლები 14-16 თებერვალს გათამაშდება.
ბერძნულ-რომაულში საქართველოს სახელით იჭიდავებენ: ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (65 კგ), მირზა სხულუხია (70 კგ), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ), ნიკა კენჭაძე (79 კგ), დათო მარსაგიშვილი (86 კგ), ირაკლი მწითური (92 კგ), ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ), გენო პეტრიაშვილი (125 კგ).
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების განაცხადში არიან: ნუგზარ წურწუმია (55 კგ), ამირან შავაძე (60 კგ), ლევან ქავჟარაძე (63 კგ), გიორგი შოთაძე (67 კგ), იური ლომაძე (72 კგ), დემურ ქავთარაძე (77 კგ), ლაშა გობაძე (82 კგ), თორნიკე ძამაშვილი (87 კგ), რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ), ლევან არაბული (130 კგ).
კომენტარები