მსოფლიოკრიმინალი

„დიდებული საუკუნის“ მსახიობს 16 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

სერიალ „დიდებული საუკუნის“ მსახიობს, ადნან კოჩს 16 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს.

38 წლის მსახიობი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, მძევლების აყვანაში, ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვაში დამნაშავედ ცნეს.

კოჩი და კიდევ ხუთი ეჭვმიტანილი 2018 წლის მარტში დააკავეს. მათ პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიეს და 6 პოლიციელი დაჭრეს, შემდეგ კი რამდენიმე სამართალდამცველი მძევლად აიყვანეს. გარდა ამისა, მსახიობი ნარკოტიკების მოხმარების დამადასტურებელი მტკიცებულებების განადგურებას ცდილობდა.

სერიალში „დიდებული საუკუნე“ ადნან კოჩი ბეჰრამ-ფაშას როლს ასრულებს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close