fbpx
იტალიასაზოგადოება

უამინდობა იტალიაში: ძლიერი შტორმული ქარი, თოვლი და ყინვა

იტალიის სამოქალაქო თავდაცვის სამსახური მოქალაქეებს ახალი ატლანტიკური ციკლონის შესახებ აფრთხილებს: მოსალოდნელია ძლიერი შტორმული ქარი, თოვლი და ტემპერატურის მკვეთრი დაცემა იტალიის ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონებში. ამის თაობაზე სამოქალაქო დაცვის უწყების საიტზეა ნათქვამი.

დღეს დილიდან ამინდი გაუარესდა ემილია-რომანიაში, ტოსკანაში, უმბრიაში, მარკეში, სარდინიაში, ლომბარდიაში, ვენეტოში, ფრიული ვენეცია-ჯულიაში და ტრენტინო ალტო-ადიჯეში.

ამინდის მკვეთრი გაუარესება დღეს საღამოდან დაიწყო და ხუთშაბათამდე გაგრძელდება. მომდევნო დღეებში უამინდობა თანდათან გავრცელდება ყველა დანარჩენ რეგიონში, ხვალიდან ყინვა მოსალოდნელია დაბლობ ადგილებშიც.

სანაპირო ზონებში ძლიერი შტორმია მოსალოდნელი.

სამოქალაქო თავდაცვის სამსახური კომპეტენტურ ორგანოებს რეკომენდაციას აძლევს, აქტიურად გააკონტროლონ ნაგებობები, რომლებიც ქარის და ტალღების ზემოქმედების ქვეშ იქნებიან და დაცვის ყველა შესაძლო ზომა მიიღონ.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close