fbpx
საზოგადოებასაქართველო

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიცრუეა – ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არასწორს უწოდებს და განმარტავს, რომ საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ყველა კომპონენტი უცვლელად გრძელდება.

„ბოლო კვირის განმავლობაში ზოგიერთი საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა არასწორი ინფორმაცია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეწყვეტის შესახებ.

განმარტების სახით გაცნობებთ, რომ საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ყველა კომპონენტი, როგორც ჰოსპიტალური, ასევე ამბულატორიული მომსახურება გრძელდება უცვლელად.

თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში 2020 წლის 31 აპრილამდე მიმდინარეობს დაწესებულებების ხელახალი შერჩევა საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამაში მონაწილეობისთვის კონკრეტული კრიტერიუმების საფუძველზე. ეს კრიტერიუმები ემსახურება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას და პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებას პრევენციული მიმართულებით. ის დაწესებულებები სადაც უკვე რეგისტრირებულია 13000-ზე მეტი ბენეფიციარი (34 დაწესებულება) კვლავაც აგრძელებენ ახალი პაციენტების რეგისტრაციას, პაციენტის სურვილის შემთხვევაში. აქტიურად მიმდინარეობს ახალი მოსარგებლეების რეგისტრაცია იქ, სადაც ამჟამად რეგისტრირებულია 7000-იდან 13000-მდე ბენეფიციარი. ასეთი დღეს 27 დაწესებულებაა. რეგისტრირებული მოსახლეობის რაოდენობასთან დაკავშირებული მოთხოვნები არ შეეხება დაბებისა და გეოგრაფიულად დაშორებულ უბნებში მდებარე დაწესებულებებს. მიმდინარე პერიოდში პროგრამაში მონაწილე ყველა დაწესებულება აგრძელებს მომსახურების მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close