მსოფლიომედიცინა

წითურას ვაქცინას კორონავირუსისგან ადამიანის დაცვა შეუძლია?

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვინაიდან კორონავირუსის ახალი ტიპი დაახლოებით ერთი თვის წინ დაფიქსირდა, ჯერჯერობით ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

ამასთან, იმნაძის განცხადებით, ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია ადამიანი არასპეციფიკურად დაიცვას აღნიშნული დაავადებისგან.

„ვირუსი სულ რაღაც ერთი თვისაა. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ძალიან ბევრი მოსაზრება, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია ამერიკელი მეცნიერებისაა, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. არის ასეთი მოსაზრება, ვინაიდან ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, მათში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close