მსოფლიოსაზოგადოება

ტყის ხანძრების გამო ავსტრალიის დედაქალაქის მცხოვრებნი ევაკუირებას ვერ ახერხებენ

ავსტრალიის დედაქალაქის ტერიტორიაზე მძვინვარე ტყის ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კანბერასა და მეზობელ ახალ სამხრეთ უელსის შტატში 6 ხანძარია, რომლებსაც მეხანძრეები ვერ აკონტროლებენ. ქალაქ კანბერის მოსახლეობის ნაწილს შეატყობინეს, რომ ევაკუირება უკვე გვიანია და ცეცხლისგან თავშესაფრის პოვნისკენ მოუწოდეს. რეგიონში დაახლოებით 400 000 ადამიანი ცხოვრობს.

ცეცხლი 35 ჰექტარ ტერიტორიაზეა მოდებული. მის გავრცელებას მშრალი ამინდი და მაღალი ტემპერატურა უწყობს ხელს. საგანგებო მდგომარეობა კანბერაში 31 იანვარს გამოცხადდა.

ტყის ხანძრები ავსტრალიაში სექტემბრიდან მძვინვარებს. სტიქიას, სულ ცოტა, 33 ადამიანი ემსხვერპლა. განადგურებულია 11 მილიონი ჰექტარი ტერიტორია.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close