საბერძნეთმა მიგრანტების ნაკადთან გამკლავების „მცურავ“ მეთოდს მიაგნო
საბერძნეთი მიგრანტების ნავების შესაჩერებლად მცურავ ბარიერებს დააყენებს. ამ მეთოდით ქვეყნის მთავრობა შეეცდება, ხელი შეუშალოს მიგრანტთა ნავებს, შეაღწიონ თურქეთის სანაპიროებიდან ბერძნულ კუნძულებზე. მოგეხსენებათ, მიგრანტები ევროპაში ხშირად თურქეთიდან საბერძნეთიდან ცდილობენ შესვლას.
თავდაცვის სამინისტრომ კერძო კონტრაქტორებს მცურავი ბარიერების მიწოდების ტენდერში მონაწილეობა შესთავაზა.
სატენდერო პირობებით, ბადისაგან დამზადებული ბარიერი 2.7 კილომეტრის სიგრძის უნდა იყოს და წყლის დონეს 50 სმ-ით (ზემოთ) უნდა სცდებოდეს. მცურავი ბარიერის განთავსების ვადები დოკუმენტში მითითებული არ არის. სამინისტროს შეფასებით, ეს პროექტი, რომელიც ასევე კონსტრუქციის ოთხწლიან ტექნიკურ მომსახურებასაც გულისხმობს, 500 ათასი ევრო დაჯდება. საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პროექტს საგანგებო ვითარების შემთხვევებში გამოიყენებენ.
საბერძნეთის მემარჯვენე ცენტრისტულმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისის მეთაურობით, მიგრაციის კრიზისთან დაკავშირებით პოზიციების გაამკაცრების პირობა დადო. მთავრობა აპირებს დახურული ტიპის ცენტრების შექმნას იმ მიგრანტებისთვის, რომლებსაც თავშესაფარზე უარი ეთქვათ და მათი უკან, თურქეთში დეპორტაციის დაჩქარებას.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები