იტალიასაზოგადოება

ჩინელ წყვილს იტალიაში ახალი ვირუსი არ დაუდგინდა

საკრუიზო ლაინერ „კოსტა სმერალდას“ 2 ჰონკონგელ მგზავრს ახალი კორონავირუსით დაავადება არ დაუდასტურდა – ანალიზები რომში გაიგზავნა და ტესტის პასუხები უარყოფითი აღმოჩნდა. ამის თაობაზე სააგენტო ANSA იუწყება რომის ინფექციური დაავადებების ნაციონალური ინსტიტუტის – „სპალანცანის“ მონაცემებზე დაყრდნობით.

შეგახსნებთ, რომ ვირუსზე ეჭვის გამო ჰონკონგელი წყვილი იზოლირებულად მოათავსეს გემის ჰოსპიტალში. ქალს გრიპის სიმპტომები გამოუვლინდა.

ამის გამო ჩივიტავეკიის პორტში მდგარი საკრუიზო ლაინერიდან 6000-მდე მგზავრს ჩამოსვლის უფლება არ მისცეს ტესტის ანალიზის პასუხის გაგებამდე.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close