ინტერვიუვიდეოქართველები უცხოეთშიხელოვნება

„საბერძნეთში მეორედ დავიბადე“ – ათენის თეატრის ქართველი მსახიობის გზა წარმატებამდე (ვიდეო)

საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მსახიობი დავით მალტეზე (მაღალდაძე) მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზეა წარდგენილი.

დავით მალტეზე 23 წელია, რაც საბერძნეთშია ემიგრაციაში. იგი 1996 წელს წავიდა – რთულ პერიოდში, როდესაც საქართველოში თავის დამკვიდრება და პროფესიული კარიერის შექმნა თითქმის წარმოუდგენელი იყო.

„საბერძნეთში მეორედ დავიბადე, ამიტომ ვთვლი საბერძნეთს ჩემს მეორე სამშობლოდ, რადგან დამეხმარა ბევრ რაღაცაში და მივაღწიე ბევრ რაღაცას ამ ქვეყანაში“, – ამბობს იგი მაია სტეფნაძესთან ინტერვიუში.

დავით მალტეზე საუბრობს, თუ როგორ მიაღწია წარმატებას; იხსენებს იმ პერიოდსაც, როდესაც მშენებლობაზე, შემდეგ კი მიმტანად მუშაობდა, თუმცა მიზანსწრაფულობამ და დიდმა შრომამ იგი დღეს საბერძნეთის ერთ-ერთ წამყვან მსახიობად აქცია…

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close