იტალიაპოლიტიკასაზოგადოება

მილანში ერთი დღით ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება

კვირას, 2 თებერვალს მილანში ავტომობილების მოძრაობა აიკრძალება – ამის შესახებ ქალაქის მერმა ჯუზეპე სალამ განაცხადა. სალამ შესაბამის ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი, რომელიც მილანის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე გავრცელდება. ამის შესახებ „კორიერე“ წერს. 

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილება გამოწვეულია იმით, რომ ქალაქში ისევ გაუარესდა ეკოლოგიური პარამეტრები, რომლებმაც დასაშვებ ნორმას გადააჭარბა და სმოგი წარმოიქმნა.

მილანში, ისევე როგორც იტალიის რამდენიმე სხვა ქალაქში, დროდადრო ზღუდავენ არაეკოლოგიური ავტომობილების მოძრაობას (როგორც წესი, იმ ავტომობილებისა, რომლებიც ევრო-4 კლასამდე (ჩათვლით) საწვავს იყენებენ), თუმცა სრული აკრძალვა ძალიან იშვიათად ხდება.

სალამ მოუწოდა ქალაქის მაცხოვრებლებს და სტუმრებს, „მოემზადონ“ იმისთვის, რომ 2 თებერვალს „გადაადგილდნენ ფეხით, ველოსიპედებით, საზოგადოებრივი და ელექტროტრანსპორტით“.

ასე რომ, მილანში მომავალ კვირას, 2 თებერვალს 8 საათით (10:00-იდან 18:00 საათამდე) გაჩერდება ყველა ავტომობილი და მოტოციკლეტი, მხოლოდ ელექტრორეჟიმზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები შეძლებენ მოძრაობას.

მერის ბრძანებულების შესრულებას 70 ადგილობრივი პატრული გააკონტროლებს.

ნიკო აბაშიშვილი

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close