მსოფლიოსაზოგადოებაქართველები უცხოეთშისაქართველო

ხუნდაძის თქმით, ხელისუფლება ქალაქ უჰანიდან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანას გეგმავს

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის თქმით, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) გავრცელების ეპიცენტრში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა იგეგმება.

„მიდის მუშაობა. მქონდა კომუნიკაცია შესაბამის უწყებებთან. საკარანტინო რეჟიმი მუშაობს და არ არის მარტივად, რომ ბილეთი ავუღოთ და წამოვიყვანოთ. ჩემი მიდგომა, როგორც კომიტეტის თავმჯდომარის, ასეთია და რეკომენდაციებიც მაქვს გაცემული – მინიმუმ უნდა მოვახდინოთ მათი გაყვანა ეპიცენტრიდან, თუნდაც ჩინეთის ან მეზობელი ქვეყნის არეალში. თუ მოვახერხეთ აქ ჩამოყვანა, მათთანვე შეთანხმებით, ეს იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტილება. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვმუშაობთ. რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ საკარანტინო რეჟიმი და საინკუბაციო პერიოდი, ასევე უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები. ამ ერთობლიობაში უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საინკუბაციო პერიოდი ამოიწუროს და შემდეგ გამოვიყვანოთ ქვეყნიდან, მაგრამ პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება, თუკი ამის ორგანიზება მოხდება, რომ ეპიცენტრს მოვაცილოთ ჩვენი მოქალაქეები. ამ მიმართულებით მიდის მუშაობა“, – უთხრა დიმიტრი ხუნდაძემ „ინტერპრესნიუსს“.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელის „ვიჩათის“ (WeChat) მეშვეობით მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის, ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანში მყოფ ხუთ მოქალაქესთან, რომლებიც ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.

წყარო: radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close