მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაზოგადოება
აშშ-ში 76 წლის ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა
ნიუ-იორკში ხანდაზმული ქალი მე-7 სართულიდან გადმოვარდა და გადარჩა. ამის შესახებ DAILY NEWS-ი წერს.
შემთხვევა 24 იანვარს მოხდა. 76 წლის ბარბარა ჰელერი, რომელმაც ზურგზე ოპერაცია გადაიტანა და გადაადგილება უჭირდა, სახლში მეგობართან ერთად იყო. მან სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა გადაწყვიტა, ფანჯარასთან მივიდა და მოულოდნელად გადავარდა.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ქალი ხილით სავსე ყუთებს დაეცა, რამაც ის გადაარჩინა. ქალი საავადამყოფოში გადაიყვანეს, მას მენჯის ძვალი და ნეკნები და ასევე ფილტვები დაუზიანდა.
imedinews.ge
კომენტარები