fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციამ ნარკომოვაჭრეებს 1,2 ტონა კოკაინი ჩამოართვა

საბერძნეთის პოლიციამ ნარკომოვაჭრეების ჯგუფი გამოავლინა, რომელმაც შავ ბაზარზე რეალიზაციის მიზნით ქვეყანაში 1,2 ტონა კოკაინი შეიტანა.

ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს, ბერძენ სამართალდამცველებზე დაყრდნობით. 6-თვიანი გამოძიების შემდეგ საბერძნეთის პოლიციამ დამნაშავეთა ჯგუფის 8 წევრი დააკავა.

მათ ნარკოტიკი კარიბის ზღვის აუზიდან ევროპაში და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში გაჰქონდათ. პოლიციის ინფორმაციით, ამ ოპერაციებით დანაშაულებრივმა ჯგუფმა €509 მილიონი გამოიმუშავა.

ამ დროისთვის პოლიცია დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 9 წევრს ეძებს.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close