fbpx
მსოფლიოსაზოგადოება

24 საათი ნანგრევებში – თურქეთში მაშველებმა 2.5 წლის გოგონას გადარჩენა შეძლეს (ვიდეო)

24-საათიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დანგრეული კორპუსის ნანგრევებიდან ორწლინახევრის გოგონას და დედამისის უვნებლად ამოყვანა შეძლეს.

მაშველებმა ასევე შესძლეს ქალის გადარჩენა, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 17 საათი იმყოფებოდა. რამდენიმე საათით ადრე კი მათ ნანგრევებიდან ორსული ქალი ამოიყვანეს, რომელმაც იქ 12 საათი გაატარა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაშველები ნანგრევების ქვეშ კიდევ 30 ადამიანს ეძებენ.

ინტერნეტში თურქეთში მიწისძვრის დროს გადაღებული ვიდეოები ვრცელდება.

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა 24 იანვარს, დაახლოებით საღამოს 9 საათზე მოხდა. ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ელაზიღის პროვინციაში დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრე 6,8 მაგნიტუდა იყო, რასაც ასამდე განმეორებითი ბიძგი მოჰყვა. თურქეთის ხელისუფლების ცნობით, მიწისძვრის შედეგად დაინგრა 30 სახლი, დაზიანდა ათობით შენობა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას 29 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1500-მდე ადამიანი კი დაშავდა, რომლებიც ელაზიღის და ახლომდებარე ქალაქების საავადმყოფოებში გადაიყვანეს. სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close