მოდა/სილამაზემსოფლიოსაზოგადოება

ფსევდოვარსკვლავები და ტყავი: VETEMENTS-ის პირველი ჩვენება დემნა გვასალიას გარეშე

VETEMENTS-ის შოუ, ტრადიციულად, ეფექტური გამოვიდა: ბევრი ბეწვი, ტყავი, უფორმო ქურთუკები და აბსტრაქტული სამოსი.

Vetements-ის ჩვენება პირველად ჩატარდა წამყვანი ქართველი დიზაინერისა და დამფუძნებლის, დემნა გვასალიას გარეშე – თავისი პირმშოს დეფილეს ცნობილი კუტურიე სტუმრის სტატუსითაც არ დასწრებია.

როგორც ყოველთვის, Vetements-ის შოუ ეფექტური და ეპატაჟური გამოვიდა: ბევრი ბეწვი, ტყავი, უფორმო ქურთუკები და აბსტრაქტული თარგის სამოსი.

შოუს მთავარ მახასიათებლად იქცა ის ფაქტი, რომ ბრენდმა მოდელებად ჩვენებაზე მიიწვია „ყალბი ვარსკვლავები“. პოდიუმზე გაიარეს შერონ სტოუნის, სნუპ დოგის, კეიტ მოსის, ანჯელინა ჯოლის, ნაომი კემპბელის, მაიკ ტაისონისა და სხვათა ორეულებმა. თანაც მათი გარჩევა ნამდვილი ვარსკვლავებისგან საკმაოდ რთული იყო.


ჩვენებას, რასაკვირველია, სამოსზე ორიგინალური წარწერებისა და პრინტების გარეშე არ ჩაუვლია, მაგალითად, Vetements-ის კეპი წარწერით – Gvasalia for President (გვასალია პრეზიდენტად).

რაც შეეხება „ბალენსიაგას“, 2020-2021 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექციას დემნა 24 თებერვლიდან 3 მარტამდე, პარიზის მოდის კვირეულზე წარადგენს.

ფეისბუქის გვერდზე დემნამ დაწერა, რომ 1968 წლიდან პირველად, „ბალენსიაგა“ „მაღალი მოდის“ სამყაროში ბრუნდება. როგორც ჩანს, ეს ნიშნავს, რომ ახლა „ბალენსიაგა“ სამოსის თითო ეგზემპლარის შექმნაზე იქნება ორიენტირებული. სამოსის, სულ მცირე, 70% ხელით დამზადდება.

Vetements-იდან წასვლის შესახებ, რომელიც დემნამ თავის ძმასთან, გურამ გვასალიასთან ერთად 2014 წელს დააარსა, დიზაინერმა 2019 წლის სექტემბერში განაცხადა.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close