მსოფლიოპოლიტიკასაზოგადოება
საფრანგეთში ლესბოსელებისთვის ხელოვნური განაყოფიერების აკრძალვას ითხოვენ
საფრანგეთში ათობით ათასმა ადამიანმა ლესბოსელი წყვილებისა და მარტოხელა ქალებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ხელმისაწვდომობა გააპროტესტა. ინფორმაციას ამის შესახებ RFI ავრცელებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ ტრანსპარანტები წარწერები „თავისუფლება, თანასწორობა, მამობა!“, „სადაა მამა? – ის საყინულეშია“, „დედა #1, დედა #2, სადაა თანასწორობა?“. დემონსტრაციის ორგანიზატორი 20-მდე კათოლიკური ასოციაცია იყო.
ლესბოსელი წყვილებისა და მარტოხელა ქალებისთვის ხელოვნური განაყოფიერების ხელმისაწვდომობა 2017 წელს ემანუელ მაკრონის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო. 21 იანვარს კანონპროექტი სენატმა უნდა განიხილოს, ეროვნულმა კრებამ კი მას მხარი გასული წლის ოქტომბერში დაუჭირა.
imedinews.ge
კომენტარები