fbpx
იტალიაკულტურასაზოგადოება

იტალიაში დანტეს ეროვნული დღე დააწესეს

დარიო ფრანჩესკინის განცხადებით, „დანტე ალიგიერისადმი მიძღვნილი ეროვნული დღესასწაული ყოველწლიურად 25 მარტს აღინიშნება“.

იტალიის მინისტრთა საბჭომ, იტალიის კულტურისა და ტურიზმის მინისტრის, დარიო ფრანჩესკინის ინიციატივით, დაამტკიცა დირექტივა დანტე ალიგიერისადმი მიძღვნილი ეროვნული დღის დაწესების შესახებ.

„ყოველ წელს, 25 მარტს აღინიშნება დანტეს დღე, „დანტედი“. ეს იქნება გენიალური პოეტისა და მოაზროვნის ხსოვნისადმი მიძღვნილი დღე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლები, უნივერსიტეტები და კულტურული დაწესებულებები. დანტე – ეს ქვეყნის ერთობაა, დანტე – იტალიური ენაა, დანტე – თავად იტალიის იდეაა“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა აღორძინების ხანის უდიდესი იტალიელი პოეტის ეროვნული დღის დაწესებასთან დაკავშირებით.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close