მიგრაციამსოფლიოპოლიტიკა

AXIOS: ტრამპი ორსულ ქალებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს

თეთრი სახლი აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველებზე ვიზების გაცემის გამკაცრებას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე დაყრდნობით, გამოცემა AXIOS-ი ავრცელებს.

აშშ-ის კონსტიტუციის მე-14 შესწორების თანახმად, ამერიკის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვებს მოქალაქეობა გარანტირებული აქვთ. ტრამპმა ამ შესწორებას რამდენჯერმე „სასაცილო“ უწოდა.

„სამშობიარო ტურიზმთან“ დაკავშირებული სიტუაცია უნდა შეიცვალოს“, – განუცხადა გამოცემას თეთრი სახლის თანამშრომელმა. კერძოდ, მისი თქმით, შეიცვლება B ტიპის ვიზის გაცემის წესები, რომლებიც მოკლე ვადით, ტურისტული ან საქმიანი მიზნით მსურველებზე გაიცემა.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს ექნებათ უფლება, უარი თქვან ვიზის გაცემაზე, თუ ჩათვლიან, რომ ტურისტის მიზანი აშშ-ში შვილის მიერ მოქალაქეობის მიღებაა. ორგანიზაცია „მიგრაციის კვლევის ცენტრის“ მონაცემებით, ყოველწლიურად აშშ-ში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს 33 ათასი შვილი უჩნდებათ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close