მსოფლიოსაზოგადოება
კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა(ვიდეო)
„ელ მუნდოს“ ცნობით, კატალონიაში, ნავთობქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაშავდა. კიდევ ორი ადამიანი უგზო-უკვლოდაა დაკარგული.
ინციდენტი ტარაგონის პროვინციაში მდებარე სამრეწველო-ინდუსტრიულ ზონაში მოხდა. შედეგად ხანძარი გაშნდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ ახლომდებარე დასახლების მაცხოვრებლებს ურჩია, გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ და ფანჯრები დახურონ, ვიდრე აფეთქების ზუსტი მიზეზი და შესაძლო შედეგები დადგინდება.
1tv.ge
კომენტარები