ფსიქოლოგია

ყველაზე ძლიერი ადამიანიც კი იღლება „ძლიერის“ იარლიყით და, უბრალოდ, შესვენება სჭირდება

ყველაზე ძლიერი ადამიანიც კი შეიძლება გადაიღალოს. დაიღალოს საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვით. იმ დამოუკიდებელი ცხოვრებით, რომელიც თავად აირჩია – გადასახადების გადახდით, ყოველდღიური ვალდებულებებით. მუდმივად სხვების გათვალისწინებით. იმით, რომ მას არ შეუძლია თქვას – რაიმეს ვერ გააკეთებს, რადგან მისგან მთელი მსოფლიო რაღაცას მოელის.

ადამიანები ფიქრობენ, რომ ძლიერი ადამიანები ყოველთვის კარგად არიან და თავში აზრადაც კი არ მოუვათ, რომ შესაძლოა მათ ძალიან ბევრი პირადი პრობლემა ჰქონდეთ და გადასაჭრელად დახმარებასაც ელოდნენ.

ძლიერ ადამიანებსაც სჭირდებათ სიყვარული და ალერსი: არავის უყვარს მარტოსულობა. არავის უყვარს, როცა უარყოფილია. ხანდახან ძლიერ ადამიანებს აღარ მოსწონთ გმირებად ყოფნა. უბრალოდ, სჭირდებათ ადამიანი, რომელიც მათ გვერდით იქნება და შველას სთხოვენ. სჭირდებათ ვინმე, ვისაც საუკეთესო მეგობარს ან პარტნიორს დაუძახებენ; ვინმე, ვინც მოეფერება და მათ მიმართ შემწყნარებელი იქნება.

იმიტომ, რომ ხანდახან ცუდი პერიოდი ძლიერ ადამიანებსაც აქვთ: როცა ყოველთვის და ყველაფრისთვის მზად იყვნენ, დაავიწყდათ მთავარი – საკუთარი თავი და ახლა ისინი საწოლიდან ვეღარ დგებიან იმიტომ, რომ მათი სხეული, გული და სული დამძიმებულია.

ყველაზე ძლიერ ადამიანებსაც სჭირდებათ შესვენება: ისე, რომ თავი დაუცველად იგრძნონ და ადამიანებს მათზე ზრუნვის საშუალება მისცენ. მუდმივად დაჭიმული რეჟიმიდან გათავისუფლდნენ და თავს ცოტათი მოდუნების უფლება მისცენ, ახალი ენერგიით დაიტენონ, რომ არ გამოიფიტონ და გადაიწვან.

ხანდახან ძლიერ ადამიანს ღლის ის, რომ ძლიერია, თუმცა ამ სტატუსით არავინ იბადება. უბრალოდ, ასეთმა ადამიანებმა ისწავლეს, როგორ იყვნენ ძლიერები – რადგან ბევრ გამოწვევასა და დაბრკოლებას გაუმკლავდნენ მაშინ, როცა თავადვე მოუწიათ თავის გადარჩენა… როცა მათ დახმარების ხელი არავინ გაუწოდა.

და თუ ამ ადამიანებს ენატრებათ ის, ვინც უწინ იყვნენ… სანამ ისინი სხვა ადამიანებისა და გარემოსგან ისწავლიდნენ, როგორები ჯობდა, ყოფილიყვნენ – მათ გასაგონად! – მაინც! იყავით ძლიერები და დამოუკიდებლები, თუმცა სხვებისთვის დახმარების თხოვნის ნუ მოგერიდებათ.

marketer.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close