მოგზაურობამსოფლიო

ირლანდიური ავიაკომპანია ტურისტებს თბილისის ნახვას ურჩევს

როგორც ცნობილია, ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია RYANAIR-მა საქართველოს მიმართულებით ფრენა გასულ წელს დაიწყო – პირველი რეგულარული რეისი 2019 წლის ნოემბერში შეასრულა. აღნიშნული კომპანია ევროპელ ტურისტებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. მით უმეტეს, რომ RYANAIR-ი ბევრ ევროპულ ქალაქში დაფრინავს. რამდენიმე დღის წინათ კომპანიამ თავის საიტზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „20 ადგილი, რომელიც 2020 წელს უნდა ნახოთ“. ჩამონათვალში საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა.

სტატიაში ავიაკომპანია თვეების მიხედვით ალაგებს ქალაქებს, რომელთა ნახვასაც საკუთარ მგზავრებს სთავაზობს, თბილისში ვიზიტისთვის საუკეთესო დროდ კი ივლისს მიიჩნევს. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დედაქალაქი გახდა აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებული ტურისტული მიმართულება. საქართველო გამოირჩევა განსაკუთრებული სამზარეულოთი, ხოლო თბილისში უამრავი ისტორიული ადგილია, ასევე, გოგირდის აბანოები და ულამაზესი ბუნება.

იმედია, ცნობილი ევროპული ავიაკომპანიის რეკლამა და მისი იაფი ბილეთები ხელს შეუწყობს ევროპიდან ტურისტული ნაკადის ზრდას, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკასა და მსოფლიოში მის დადებითად წარმოჩენას წაადგება.

სტატია სრულად იხილეთ ამ ლინკზე:

https://www.ryanair.com/try-somewhere-new/gb/en/travel-guides/places-to-see-in-2020/

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close