კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 6-12 იანვარი
6-იდან 9 იანვრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. 10 იანვარს – სავსე მთვარე და, ამავე დროს, მთვარის დაბნელება.
11-12 იანვარი კი კლებადი მთვარის პერიოდია. კვირის პირველ ნახევარში შესაძლებელი იქნება ფინანსური საკითხების წარმატებით მოგვარება. თქვენ შეძლებთ სწორად გათვალოთ თქვენი მოქმედებები რამდენიმე ნაბიჯით წინ და მიზანს მიაღწიოთ. ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერების წყალობით წარმატებას მიაღწევთ საქმიანობაში. თუ შაბათ-კვირას სხვა ქალაქში მოგზაურობას შემოგთავაზებენ, უარს ნუ იტყვით, დათანხმდით – იქ ისეთი მოვლენები შეიძლება მოხდეს, რომლებიც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიან.
ვერძი
ამ პერიოდის განმავლობაში, ვერძის ნიშნის ბევრ წარმომადგენელს მომგებიანი სამუშაოს იმედი უნდა ჰქონდეს. უარი არ თქვათ პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე – მათ მატერიალური სარგებლის მოტანა შეუძლიათ. გამორიცხული არ არის სასიამოვნო და მოულოდნელი ფინანსური სიურპრიზები. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი შეიძლება დააწინაურონ სამსახურში. ამ კვირაში შეიძლება მოგიხდეთ იძულებითი მოგზაურობა ან მივლინებაში წასვლა. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავიდან აიცილოთ აურზაური, ილუზია და ცარიელი ფანტაზიები. მიუწვდომლისკენ სწრაფვა კარგ შედეგამდე არ მიგიყვანთ.
კურო
ეს დრო უფრო მეტად ხელს უწყობს სულიერ და ინტელექტუალურ წვრთნას, დასვენებასა და მოგზაურობას, ვიდრე მატერიალური საკითხებისა და პრობლემების მოგვარებას. ფულს უფრო ისინი უყვარს, ვინც საქმიანობის უჩვეულო სფეროებს მისდევს – მაგალითად, მომავლის წინასწარმეტყველება, ეზოთერული და ფილოსოფიური სწავლებების გავრცელება. ასევე კარგი შემოსვლის მიღების შესაძლებლობა შეიძლება გქონდეთ რეკლამისა და ტურიზმის სფეროში იყოს. წარმატებული იქნება საქმიანობა, რომელიც უცხოეთს და უცხოელებს უკავშირდება.
ტყუპი
კვირა ხელსაყრელია თანამშრომლობისთვის, ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებისა და ხელშეკრულებების დადებისთვის. ამ ყველაფერმა შეიძლება მატერიალური სარგებელი მოიტანოს. კარგი იქნება, თუ ამ კვირაში პასუხისმგებლობას მთლიანად საკუთარ თავზე არ აიღებთ და ამ „ტვირთს“ სხვებსაც გაუნაწილებთ. ასევე, ამ პერიოდის განმავლობაში კარგია იურიდიული საკითხების მოგვარება, კონსულტაციები, თუმცა ამის გაკეთება კვირის მეორე ნახევარში უმჯობესია.
კირჩხიბი
ეს დრო მოითხოვს დიდ შრომისმოყვარეობასა და საპასუხისმგებლო პასუხისმგებლობით სავსე დამოკიდებულებას სამსახურებრივი მოვალეობების მიმართ, თქვენი შემოსავალი თითქმის მთლიანად დამოკიდებულია პროფესიონალურ უნარებსა და ძალისხმევაზე. უფრო ყურადღებიანი უნდა იყოთ პუბლიკის, პოტენციური მომხმარებლებისა თუ მყიდველების საჭიროებებისა და მოთხოვნების მიმართ. ეს ეხება არა მხოლოდ მათ, ვინც ვაჭრობისა და მომსახურების სფეროში მუშაობს, არამედ შემოქმედებითი პროფესიების ადამიანებსაც.
ლომი
თუ შემოქმედებითი, სპორტული ან სამეცნიერო საქმიანობით ხართ დაკავებული, სწორედ ახლა თქვენთვის გამარჯვებების დრო დგება. ასევე, ეს პერიოდი კარგია მოგზაურობისა და ჰორიზონტების გაფართოებისთვის. ახლა შეგიძლიათ მარტივად მიიპყროთ ყურადღება და დაიმსახუროთ საზოგადოების სიმპათია, რაც განსაკუთრებით კარგია მათთვის, ვისი საქმიანობაც სცენასთან არის დაკავშირებული. ასევე კარგი დროა იმისთვის, რომ შეიყვაროთ ან უკვე არსებული ურთიერთობა განამტკიცოთ.
ქალწული
ეს პერიოდი ხელ უწყობს კონტაქტების დამყარებას როგორც პირად, ისე საქმიან სფეროში. თუ თქვენი სამსახური დაკავშირებულია გაყიდვებთან, მაშინ ამ დროს შეუძლია კარგი მოგება მოგიტანოთ. ვარსკვლავები მარტოხელა ქალწულებს ურჩევენ, რომ ეს პერიოდი რომანტიკული ნაცნობობისთვის გამოიყენონ. საყვარელი ადამიანი შეგიძლიათ იპოვოთ საინტერესო კომპანიაში ყოფნისას ან მიმოწერით. ფრთხილად იყავით და შემომავალი ინფორმაცია ყურადღებით გაფილტრეთ.
სასწორი
ახლა ხელსაყრელი პერიოდი იწყება ახალი კონტაქტებისა და ნაცნობობის დასამყარებლად. ვარსკვლავები გირჩევენ, მეტი კონტაქტი დაამყაროთ, უფრო ხშირად იმოგზაუროთ და დრო ატაროთ მხიარულ კომპანიებთან ერთად. ბევრი საქმე სწორედ ასეთი კავშირების წყალობით მოგვარდება. ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს ინტუიცია საგრძნობლად გაუმძაფრდება. შეიძლება სრულიად სპონტანურად და მოულოდნელად „გაგეხსნათ“ ახალი ხედვა და ღირებული იდეები მოგივიდეთ თავში.
მორიელი
ამ პერიოდში მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მრავალი წარმომადგენლის ყურადღება მიმართული იქნება ურთიერთობის, თანამშრომლობის სფეროზე. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი დარწმუნდება, რომ პარტნიორთან მათი ურთიერთობა ერთგულებასა და ნამდვილ მეგობრობას ემყარება. ამ პერიოდის განმავლობაში მეგობრებთან და ნიჭიერ, მოაზროვნე ადამიანებთან შეხვედრებმა შეიძლება დიდი სიხარული და სიამოვნება მოგანიჭოთ. სხვათა შორის, თქვენს ახალ მეგობრებს შორის შეიძლება იყვნენ შემოქმედებითი პიროვნებები ან უცხოელები.
მშვილდოსანი
ეს კვირა კარიერული მისწრაფებების, აქტიური მუშაობის დროა, რომელიც სოციალური სტატუსის ამაღლებასა და, შედეგად, მატერიალური უზრუნველყოფისკენ არის მიმართული. მათ, ვინც კარიერაზე არ ზრუნავს, მოუწევთ უფრო მეტი კონტაქტი არა თავიანთ უფროებთან, არამედ სხვადასხვა დაწესებულებასთან, ბიზნესის თანამდებობის პირებთან ან შუამავლის როლის შესრულება. ეს პერიოდი შესაფერისია სამუშაოს აქტიური ძებნისთვის, საკუთარი საქმის ორგანიზებისთვის.
თხის რქა
თხის რქის ნიშნის წარმომადგენლებისთვის ეს ენერგიული პერიოდია, ფართო შესაძლებლობების მომცემი, მათ შორის, ფინანსურ სფეროშიც. თქვენი პროფესიონალური და ფინანსური წარმატებები უფრო მეტად დამოკიდებულია თქვენს განათლებასა და მზადყოფნაზე, მუდმივად აიმაღლოთ ცოდნის დონე. კარგი მატერიალური შესაძლებლობები იხსნება მათთვის, ვისი საქმიანობაც დაკავშირებულია მეცნიერებასთან, სწავლებასთან, იურისპრუდენციასთან, რელიგიასთან, პოლიტიკასთან, ხანგრძლივ მოგზაურობასა ან მოგზაურობის ორგანიზებასთან.
მერწყული
ეს პერიოდი ხელსაყრელი დრო იქნება ამ ნიშნის მიზანდასახული წარმომადგენლებისთვის. ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, წარმოაჩინოთ თქვენი პროფესიონალიზმი და დაამყაროთ სანდო ურთიერთობა ზემდგომ პირებთან. გამორიცხული არ არის, რომ ამ კვირის განმავლობაში სამსახურში დაგაწინაურონ. თამამად განახორციელეთ თქვენი მიზნები, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თანამშრომლობა საჭიროა.
თევზები
დგება ხელსაყრელი პერიოდი მოგზაურობისა და შემოქმედებისთვის. გამორიცხული არ არის, რომ ამ პერიოდში სახლის დატოვება მოგიწიოთ არა დასვენების მიზნით, არამედ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტოს თქვენი სამსახურებრივი მოგზაურობა. ასეთი ვიზიტები წარმატებული იქნება, ამიტომ უკმაყოფილო ნუ იქნებით იმის გამო, რომ სახლის დატოვება მოგიწევთ სამუშაოსთვის. ახლა ახალი პროექტების მოფიქრებაც კარგად გამოგივათ.
თამთა გურული
კომენტარები