იტალიაკრიმინალისაზოგადოება

იტალიაში ავარიას 6 ტურისტი ემსხვერპლა

იტალიაში ავტომობილი ტურისტებს დაეჯახა. შემთხვევა სამხრეთ ტიროლის სამთო-სათხილამურო კურორტ ლუტაგოში მოხდა, ავსტრიის საზღვართან ახლოს.

წუხელ, ღამის პირველ საათზე, გერმანელი ტურისტების 17-კაციანი ჯგუფი ღამის კლუბიდან გამოვიდა და გზის პირას ტურისტულ ავტობუსს ელოდა. ამ დროს  მაღალი სიჩქარით მოძრავმა ავტომობილმა მართვა დაკარგა და ჯგუფს შეეჯახა.

საავტომობილო კატასტროფის  შედეგად ექვსი ტურისტი ადგილზე დაიღუპა (მათი ასაკი 19-22 წელია), თერთმეტმა კი სხვადასხვა სიმძიმის ტრავმა მიიღო, 3 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. 2 დაშავებული ვერტმფრენით გადაიყვანეს ავსტრიაში (ინსბრუკში), დანარჩენებს იტალიის საავადმყოფოებში უწევენ დახმარებას.

სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, დამნაშავე 27-28 წლის ადგილობრივი მცხოვრებია. Corriere Della Sera-ს ინფორმაციით, მძღოლი პოლიციის მისვლისას ძალიან მთვრალი იყო. დამნაშავე დააკავეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close