პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლად დაინიშნა კულტურის მიმართულებით

მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა კულტურის მიმართულებით. ამის შესახებ PIA.GE-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

„დავით გომართელი ამ თანამდებობაზე კულტურის მიმართულებით დაინიშნა, ფუნქცია იქნება ქართული კულტურის პოპულარიზაცია იტალიაში“, – აცხადებენ უწყებაში.

მათი ცნობით, დავით გომართელს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ, იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა 2005 წელს.

„ზოგადად, დიპლომატიაში უკვე ძალიან აქტუალურია კულტურის მოღვაწეების დიპლომატიის გამოყენება იმ კონტექსტში, რომ ხელი შეუწყონ კულტურის სფეროში ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას და კულტურული კავშირების დამყარებას“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, დავით გომართელი კარგად იცნობს იტალიურ კულტურას, ფლობს იტალიურ ენას.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close