მსოფლიოსაზოგადოება

2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა

2019 წელს ოსლოში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად მხოლოდ ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ დასავლური მედია ნორვეგიის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც ცნობილია, ევროპულ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში საგზაო კატასტროფების შედეგად არცერთი 16 წლამდე ბავშვი არ დაღუპულა. მთელი ქვეყნის მასშტაბით ავარიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 110-ია, რაც 2018 წლის მაჩვენებელთან შედარებით ორით მეტია.

ამ მხრივ დედაქალაქ ოსლოში გამორჩეული 2017 წელიც იყო, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევებს მხოლოდ სამი ადამიანი შეეწირა. ბოლო 50 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულების მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს.

როგორც დასავლური მედია იუწყება, ნორვეგიამ საავტომობილო გზებზე უსაფრთხო გადაადგილებას გარკვეული შეზღუდვების შემოღების შემდეგ მიაღწია. მაგალითად, ავტომობილის საშუალო სიჩქარის შემცირებით. ამასთან ერთად, ქვეყნის მთავრობამ ქალაქის მასშტაბით ველოსიპედისთვის განკუთვნილი ბილიკები გააკეთა. ამით მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცათ, ქალაქში ავტომობილების ნაცვლად უსაფრთხო ველოსიპედებით იმოძრაონ.

შედარებისთვის, 2019 წელს ლონდონში ავტოსაგზაო შემთხვევებს 126 ადამიანი შეეწირა, მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფო ევროკავშირის მასშტაბით ავტოსაგზაო შემთხვევების მხრის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიიჩნევა.

ამ მხრივ ევროკავშირის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად ბულგარეთი და რუმინეთი მიიჩნევა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close