მსოფლიოტექნოლოგიები

შანხაიში საახალწლო დრონების შოუ ჩანაწერი აღმოჩნდა (ვიდეო)

შანხაიში ახალი წლის გრანდიოზული შოუ, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, სინამდვილეში 31 დეკემბერს არ გამართულა. BBC წერს, რომ შოუ მსოფლიო მედიამ გააშუქა, თუმცა ადამიანები, რომლებიც ახალი წლის ღონისძიებაზე იყვნენ, ამბობენ, რომ არაფერი უნახავთ.

წარმოდგენის ორგანიზატორებმა BBC-ს დაუდასტურეს, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელებული კადრები, არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით, სინამდვილეში 28 დეკემბერს გადაიღეს.

ვიდეომასალა მსოფლიო მედიაში ჩინეთის სახელმწიფო ტელევიზიის საშუალებით გავრცელდა.

გრანდიოზული შოუს დროს 2000 დრონის საშუალებით ცაში სხვადასხვა ფიგურა გამოისახა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close