ჯანმრთელობა

მზის ლაბორატორიამ იანვრის გეომაგნიტური დღეები დაასახელა

ექიმები გვაფთხილებენ, რომ მეტეოდარტყმისგან დაზარალდება ყველა – გამონაკლისის გარეშე. ეს გამოვლინდება უმიზეზო თავის ტკივილში, დაღლილობაში, გაღიზიანებადობასა თუ აპათიაში.

მაგნიტური ქარიშხლები დედამიწას ახალ წელს უკვე იანვრის შუა რიცხვებში დაატყდება თავს,-  იუწყება მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია.

სპეციალისტების თქმით, მართალია ეს შემოტევა ძლიერი არ იქნება, მაგრამ მეტეოდამოკიდებული ადამიანები მაინც იგრძნობენ მას, ვინაიდან მიყოლებთ ორი დღე გაგრძელდება.

ლაბორატორიის მონაცემებით, უახლოესი მაგნიტური ქარიშხალი 14-15 იანვარსაა მოსალოდნელი.

იმისათვის, რომ მაგნიტური ქარიშხლების გავლენა მინიმუმამდე დაიყვანოთ, ექიმების რჩევით, უარი უნდა თქვათ ალკოჰოლზე, ცხიმიან საკვებზე, ჭარბი რაოდენობით ყავასა და სხვა აღმგზნებ სასმელებზე.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close