იტალიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს, რომელთა ასაკი 29, 35, 41 და 42 წელია. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა წერს.
gofasano.com-ის ცნობით, კარაბინერებმა მამაკაცები ერთ-ერთ სუპერმარკეტთან გააჩერეს ფაზანოში (ქალაქი და კომუნა ბრინდიზის პროვინციაში, აპულიის რეგიონში) და შემოწმების მიზნით დოკუმენტების წარდგენა მოსთხოვეს, რის შემდეგაც ჩხრეკის ოპერაცია ჩატარდა. მათ ავტომანქანაში მოპარული პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები აღმოუჩინეს.
პოლიციამ ორი სხვადასხვა სუპერმარკეტიდან მოპარული 450 ევროს ოდენობის პროდუქცია ამოიღო და კანონიერ მფლობელებს დაუბრუნა.
დაკავებულები ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად, დოკუმენტების გარეშე იმყოფებოდნენ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამნაშავეებს წვრილმანი ქურდობისთვის ჯარიმა დაეკისრათ და პატიმრობიდან გაათავისუფლეს, თუმცა საიმიგრაციო სამსახურს გადასცეს. მათ ქვეყანა 7 დღის განმავლობაში უნდა დატოვონ.
მანანა ბანძელაძე
კომენტარები