მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაზოგადოება

რუმინეთში პაციენტი ოპერაციის დროს დაიწვა

რუმინეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში პაციენტს ოპერაციის დროს ცეცხლი გაუჩნდა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ბუქარესტში, 22 დეკემბერს მოხდა. მსხვერპლი ასაკოვანი ქალი იყო. ექიმებმა ოპერაციის დროს ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარი გამოიყენეს, შემდეგ კი ელექტროსკალპელით დაიწყეს მუშაობა. როდესაც სკალპელი ალკოჰოლთან კონტაქტში შევიდა, ქალის სხეულს ცეცხლი გაუჩნდა.

ქალმა სხეულის 40%-ის დამწვრობა მიიღო და ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. 66 წლის პაციენტს პანკრეასის კიბოს ჰქონდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Back to top button
გაზიარება
Close