მსოფლიოსაზოგადოება

11 მოვლენა, რომელიც 2020 წელს მოხდება

BBC-ს რუსული სამსახური იმ მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ წერს, რომლებიც წელს მოხდება.

1. ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები ტოკიოში

წელს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 24 ივლიდან 9 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება, პარაოლიმპიადა კი ოდნავ მოგვიანებით, 25 აგვისტოდან 6 სექტემბრამდე.

2. გლასტონბერის ფესტივალი

ეს მუსიკალური ფესტივალი დიდი ბრიტანეთის ქალაქ გლასტონბერისთან ახლოს 1970 წლიდან იმართება და ის მთელ მსოფლიოში პოპულარულია. 2020 წელი იმითაც არის გამორჩეული, რომ ამ ფესტივალს 50 წელი უსრულდება.

ღონისძიების 2 მთავარი ჰედლაინერი უკვე ცნობილია – ესენი არიან პოლ მაკარტნი და ტეილორ სვიფტი.

3. უკეთესი ხარისხის ჟანგბადი

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდება, ამ წლიდან პლანეტაზე ჟანგბადი უკეთესი გახდება, რადგან გასული წლის სექტემბერში გაერომ განაცხადა, რომ აზიისა და აფრიკის 30 ქვეყნის 90 დიდ ქალაქში ხეებს დარგავს.

როგორც გაეროში ვარაუდობენ, ახალი ტყის მასივი არა მხოლოდ ჰაერის ხარისხს გააუმჯობესებს, არამედ ტემპერატურასაც შეამცირებს.

4. ევრო 2020: ფეხბურთის ჩემპიონატი

2020 წელს ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელსაც 12 ქალაქი უმასპინძლებს, ესენია: ამსტერდამი, ბაქო, ბილბაო, ბუქარესტი, ბუდაპეშტი, კოპენჰაგენი, დუბლინი, მიუნხენი, რომი, სანკტ-პეტერბურგი, გლაზგო და ლონდონი.

5. Brexit

დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის შემადგენლობიდან იანვრის ბოლოს გავა, გარდამავალი პერიოდი კი 2021 წლამდე გაგრძელდება.

6. არჩევნები აშშ-ში

წელს აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დონალდ ტრამპი მასში მეორედ აპირებს მონაწილეობას.

7. ახალი ფილმები სუპერგმირებზე

Marvel-ი და DC-ი წელს ახალ ფილმებს გამოუშვებენ. DC Comics-ი Wonder Woman 1984-ს და „მტაცებელ ფრინველებს“ გამოუშვებს, Marvel Comics-ი კი Venom 2-სა და „შავ ქვრივს“.

8. რას მოვუსმინოთ?

წელს ახალ ალბომებს გამოუშვებენ ლანა დელ რეი, სემ სმიტი, სელენა გომესი, Halsey, Tame Impala და კარდი ბი.

9. რა სერიალებს ვუყუროთ?

წელს სერიალების „მოკალი ევას“ და „მხევლის წიგნის“ ახალი სეზონები გამოვა.

10. ახალი PlayStation-ი და Xbox-ი

Sony-მ და Microsoft-მა წლის ბოლოს ახალი თაობის კონსოლები უნდა გამოუშვან. გარდა ამისა, წელს ბევრი თამაშიც გამოვა. მაგალითად, Cyberpunk 2077,  Doom, Dragon Ball Z, Animal Crossing, Half Life და Minecraft-ის სპინოფი.

11. იყო, არის და იქნება თუ არა სიცოცხლე მარსზე?

კაცობრიობა ამ საკითზე დიდი ხანია ფიქრობს, თუმცა წელს გაჩნდება შესაძლებლობა, ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას.

NASA მარსზე უშვებს ახალ ზონდს, სახელად Mars 2020, რომელიც შეაფასებს, რამდენად არის მარსი ადამიანის სიცოცხლისთვის გამოსადეგი.

imedinews.ge

p. s. nostal.ge საქართველოსთვის მნიშვნელოვან ერთ მოვლენასაც დაუმატებს ამ ჩამონათვალს: წელს ოქტომბერში საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, თუმცა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close