საქართველოსპორტი

ჩხუბი ტატამზე: სკანდალი საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ერთ-ერთი ორთაბრძოლის ბოლოს (ვიდეო)

ძიუდოისტი არ დაეთანხმა მსაჯის გადაწყვეტილებას, რომელმაც გამარჯვება მის მეტოქეს მიაკუთვნა და პროტესტი არასპორტული საქციელით გამოხატა.

საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში ერთ-ერთი ორთაბრძოლა ხელჩართული ჩხუბით და სკანდალით დასრულდა.

60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ შეჯიბრებაზე ორთაბრძოლის დასრულებისას ვასილ გაბიძაშვილმა გიორგი ნასყიდაშვილს ხელი არ ჩამოართვა. ძიუდოისტებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც გაბიძაშვილმა მეტოქეს სახეში გაარტყა. ჩაერია მსაჯი, რომლის წყალობითაც კონფლიქტი ხელჩართულ ჩხუბში არ გადაიზარდა.

საქმე ისაა, რომ გაბიძაშვილი ვაზარის წყალობით იგებდა, თუმცა ბრძოლის ბოლოს ნასყიდაშვილი გააქტიურდა, მაშინ როდესაც მისი ოპონენტი პასიურობდა და აშკარად დროს წელავდა. შედეგად, მსაჯმა გაბიძაშვილს სამი გაფრთხილება მისცა, ბოლო გაფრთხილება ნასყიდაშვილის გამარჯვებას ნიშნავდა. რეფერის ეს გადაწყვეტილება წაგებულმა ძიუდოისტმა არასპორტული საქციელით გააპროტესტა.

როდესაც სპორტსმენებმა ტატამი დატოვეს, მათ შორის დაპირისპირება გაგრძელდა, რომელიც ჩხუბში შეიძლება გადაზრდილიყო. სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილება შეძლეს ქომაგებმა, რომლებმაც ტრიბუნები დატოვეს და ძიუდოისტები შეაკავეს.

რა სახის დისციპლინურ სანქციებს დაუწესებენ გაბიძაშვილს, ჯერჯერობით უცნობია.

წყარო: sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close