ჰოროსკოპი

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 30 დეკემბრიდან – 5 იანვრის ჩათვლით

2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 5 იანვრამდე მზარდი მთვარის პერიოდია. მთელი არსებით ჩაერთეთ დღესასწაულის ატმოსფეროში. ამ საახალწლო პერიოდში, რა თქმა უნდა, დიდ დროს წაიღებს სტუმრიანობა, შეხვედრები, სასიამოვნო ნაცნობობა, ნათესავებთან, მეგობრებთან ურთიერთობა. ბავშვები აქტიურად დაუკავშირდებიან თანატოლებს, გამორიცხული არ არის რომანტიკული თავგადასავლები. ეს დღეები, ერთი მხრივ, დამღლელიც არის, თუმცა დაღლილობა სასიამოვნო იქნება და ყოველდღიური რუტინიდან „ამორთვა“ დადებითი ენერგიით დაგმუხტავთ. მარტოხელა ადამიანებს ბედი საინტერესო ნაცნობობას უმზადებს.

 

ვერძი

ამ საახალწლო პერიოდში ყურადღება გაამახვილეთ აქტიურ დასვენებაზე, მოძებნეთ ახალი გატაცება (ჰობი). ეს დრო ხანგრძლივი მოგზაურობისთვის საუკეთესოა. 1-ლი იანვრიდან 3 იანვრის ჩათვლით ძველ მეგობრებთან და საერთო ინტერესების მქონე ჯგუფებთან აქტიური კომუნიკაციის პერიოდია. 3-იდან 5 იანვრამდე სასარგებლო იქნება სეირნობა, ხანმოკლე მოგზაურობები, რაღაც ახლის შესწავლა, ისევე როგორც ბავშვთან ერთად ერთობლივ შემოქმედებით პროექტში მონაწილეობა.

 

კურო

დეკემბრის ბოლოს დროა ისეთ რაღაცას შეეხოთ, რაც თქვენს წარმოსახვას აფორიაქებდა, მაგრამ აქამდე ამისთვის გამბედაობა და შინაგანი ძალა არ გყოფნიდათ. პირველიდან 5 იანვრამდე დრო გაატარეთ და კარგად დაისვენეთ თქვენი მეორე ნახევრის ან საუკეთესო მეგობრის კომპანიაში. ასევე, ეს პერიოდი ხელსაყრელია სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად, ცხოვრებაში რომანტიკული ხაზის განვითარებისა და ოჯახური კავშირის განმტკიცებისათვის.

 

ტყუპი

ამ საახალწლო კვირაში, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად გაიზრდება სასარგებლო და სასიამოვნო ნაცნობობა. კომუნიკაციის, შეხვედრების, ერთობლივი საქმეებისა და ურთიერთდახმარების ყველაზე შედეგიანი პერიოდია 2-იდან 5 იანვრამდე. ეს პერიოდი, ისევე როგორც კუროს ნიშნის ქვეშ დაბადებულთათვის, მეტად ხელსაყრელია სერიოზული ურთიერთობის დასაწყებად, რომანტიკული თავგადასავლებისა და ოჯახური კავშირის კიდევ უფრო გასამყარებლად.

 

კირჩხიბი

ბევრი ამოცანა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში აქტუალური იყო, შეიძლება უკვე ამ კვირის დასაწყისში მოგვარდეს. ახლა თქვენ ნამდვილად შეძლებთ ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას და ხარისხიანი, წარმატებული შენაძენების გაკეთებას. პლანეტების გავლენით სურვილი გაგიჩნდებათ, რომ ცვლილებებს მხარი აუწყოთ, რისკზეც კი წახვიდეთ, თუ ეს წარმატების მისაღწევად საჭირო იქნება. ასეთი მზადყოფნა ძალიან დროულია და კარგ სამსახურს გაგიწევთ.

 

ლომი

ამ საახალწლო პერიოდში დროა გადადოთ სამსახურის საქმეები შემდეგისთვის, რათა საყვარელი აქტივობებით და გასართობებით დაკავდეთ. მრავალი იდეის რეალიზაციას შეძლებთ. ასევე  გექნებათ დრო სერიოზულად მიხედოთ შინაურ ცხოველებს. გარეგნობაზე ზრუნვით სიხარული მიანიჭეთ საკუთარ თავს:  სილამაზის სალონი, მანიკიური, სოლარიუმი… პირველიდან  5 იანვრის ჩათვლით საინტერესო და ძალიან კარგი იქნება  საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენება. მაგალითად, წადით სასიამოვნო ხანგრძლივ მოგზაურობაში.

 

ქალწული

სახლის ატმოსფერო საკმაოდ კომფორტული იქნება, ხოლო ინტერიერის განახლების გადაწყვეტილებას სწორედ დროულად მიიღებთ. იანვრის დასაწყისში თქვენი ბინის კარი ღია იქნება მეგობრებისთვის. ბავშვებთან ურთიერთობისას ადვილად მიაღწევთ ურთიერთგაგებას. ერთობლივი თამაშები, შემოქმედებითი ექსპერიმენტები ერთმანეთს დაგაახლოებთ. ნათესავებთან  ურთიერთობა ჰარმონიული და თბილი იქნება. თუ ამ დროს თქვენი საყვარელი ადამიანების მეგობრები დახმარებას გთხოვენ, უარი არ თქვათ – თქვენთვის უცხო ადამიანისთვის სიკეთის გაკეთებით მისი სახით ერთგულ მეგობარსა და მრჩეველს შეიძენთ.

 

სასწორი

ეს კვირა კარგია ოჯახური შეკრებისთვის ახალი რეცეპტებით მომზადებული კერძების დასაგემოვნებლად ან ერთობლივად სახლის უკეთესად მოსაწყობად. გაიზრდება თქვენი ინტერესი საზოგადოებრივი ცხოვრებისა და კომუნიკაციის მიმართ. ნათესავებთან და მათ მეგობრებთან შეხვედრები ლაღი და ხმაურიანი იქნება, ყურადღების ცენტრში იქნებით. დიდი შანსია, რომ მშობლების ან საუკეთესო მეგობრებისგან საჩუქარს მიიღებთ. სავარაუდოდ, ეს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსადეგი რამე იქნება, მაგრამ სასწორებს მაინცდამაინც არ სჭირდებათ. საჩუქარი რომც არ მოგეწონოთ, გულითადი მადლობის გადახდა არ დაგავიწყდეთ. ამით მჩუქებლებს გაახარებთ.

 

მორიელი

ეს კვირა სავსე იქნება თქვენთვის  სასიამოვნო  შთაბეჭდილებებით. ახლობლებთან ურთიერთობა შესანიშნავია. ეს კარგი დროა, რომ ადამიანებს ძველი წყენები აპატიოთ. ყველა ახალი ნაცნობობაც ასევე ძალიან წარმატებული იქნება და დიდი შანსია, რომ გრძელვადიან მეგობრობაში გადაიზარდოს. ასევე შეგიძლიათ რაიმე სახის მოგზაურობა დაგეგმოთ და განახორციელოთ.

 

მშვილდოსანი

თქვენთვის რთული იქნება სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ცდუნებას გაუძლოთ. რაღაც ახალის მოსინჯვის და გართობასა და დროსტარებაზე ფულის ხარჯვის სურვილი ძალიან დიდი იქნება. რომანტიკული ხასიათის თავგადასავლები შესაძლებელია საზღვარგარეთ მოგზაურობის დროს.

 

თხის რქა

2019 წლის დეკემბრის ბოლო და 2020 წლის იანვრის დასაწყისი გაჯერებული იქნება მეგობრებთან, კოლეგებთან, ყოფილ თანამშრომლებთან ურთიერთობით. საქმიანი კონტაქტები უცხოელ პარტნიორებთან შეიძლება მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. ამ პერიოდში ინტერნეტით შეიძლება ბევრი საინტერესო პიროვნება გაიცნოთ. გახსოვდეთ, რომ უამრავ ადამიანთან ურთიერთობა გეხმარებათ შეიცვალოთ და უფრო გაძლიერდეთ.

 

მერწყული

მეგობრულ  წვეულებაზე მიწვევაზე უარი არ უნდა თქვათ – გართობა თქვენთვის სასარგებლო  იქნება. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე – ნუ გაგიტაცებთ სასმელი და ერიდეთ ცხიმიან საკვებს. იყავით აქტიური, ნუ შეგეშინდებათ თქვენი აზრის გამოხატვისა, ზოგჯერ სასაცილო რომც იყოს. თქვენი გულწრფელი ემოციები დაგეხმარებათ ნაცნობთა ახალი წრის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.

 

თევზები

თევზებს ახლა შეუძლიათ მიიღონ ყველაფერი, რასაც მოისურვებენ. ამისთვის განსაკუთრებული ძალისხმევა არ დაგჭირდებათ, უბრალოდ, გაახმოვანეთ თქვენი სურვილები, შემდეგ კი მშვიდად დაელოდეთ მათ შესრულებას. მხოლოდ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ სურვილები ზუსტი ფორმულირებით ჩამოაყალიბეთ. ბუნდოვანი, ბოლომდე ჩამოუყალიბებელი ოცნებები ნაკლებად სავარაუდოა რომ განხორციელდეს. სასწაულების თუ გჯერათ, მაშინ ისინი აუცილებლად მოხდება თქვენს ცხოვრებაში.

თამთა გურული

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close