fbpx
მსოფლიორას არ გაიგებ/ფაქტებიnewsსაზოგადოება

აშშ-ში კაცმა ბანკი გაძარცვა და ფული ხალხს დაურიგა

აშშ-ში, კოლორადოს შტატში, შობამდე ორი დღით ადრე კაცმა ბანკი გაძარცვა და ფული ხალხს დაურიგა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ასაკოვანი თეთრწვერიანი კაცი ძარცვის შემდეგ შენობიდან გამოვიდა, ფულს ტომრიდან იღებდა, ჰაერში აგდებდა და გამვლელებს შობას ულოცავდა. ამის შემდეგ კაცი ახლომდებარე ყავის მაღაზიის წინ დაჯდა და პოლიციის მოსვლას დაელოდა.

გამვლელებმა მის მიერ მოპარული ფული ტროტუარიდან ააგროვეს და ბანკში დააბრუნეს. მოგვიანებით პოლიციამ მძარცველის ვინაობა გაასაჯაროვა. ის 65 წლის დევიდ უეინ ოლივერი აღმოჩნდა.

progressnews.ge

P.S. info: მსგავსი შემთხვევა 1927 წლის 23 დე­კემ­ბერს ტე­ხას­ში მოხდა. მა­შინ სან­ტა კლა­უ­სის ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა მა­მა­კაც­მა ბან­კი­დან 12 ათა­სი დო­ლა­რი მო­ი­პა­რა და პო­ლი­ცი­ის გა­მო­ჩე­ნამ­დე გამ­ვლე­ლებს დაურიგა.

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close