მიგრაციამსოფლიოსაზოგადოებასაქართველო

საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმებული საქართველოს მოქალაქეები დაბრუნების შემდეგ სამსახურით უზრუნველყოფილნი იქნებიან

საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმებას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო უზრუნველყოფს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ ბარკალაიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით ამ ეტაპზე  რამდენიმე ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება.

„ლეგალურ დასაქმებასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, მიმდინარეობს მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის, საფრანგეთთან, რომელთანაც უკვე ხელშეკრულებაა ხელმოწერილი, რომ ისეთი მექანიზმები ამუშავდეს, როგორიც არის ლეგალური დასაქმება, როგორც ალტერნატივა არალეგალური დასაქმებისა. ეს სააგენტო იქნება განმახორციელებელი (დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო) იმ შეთანხმებული მექანიზმებისა, რომელსაც შეათანხმებს სამინისტრო და მთავრობა შესაბამის ქვეყნებთან. ანუ, მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს და მექანიზმი შეთანხმებული იქნება, სწორედ ამ სააგენტოს ფარგლებში მოხდება იმ ადამიანების აყვანა, რომლებიც საზღვარგარეთ ლეგალურად დასაქმდებიან, ისევე როგორც ინფორმირება ადამიანებისა იმ მექანიზმებისა და იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესახებ.

გარდა საფრანგეთისა, მოლაპარაკება, ასევე, მიმდინარეობს ბულგარეთთან, არის, აგრეთვე, გერმანია და კიდევ მრავალი სხვა ქვეყანა, თუმცა მას შემდეგ, რაც შეთანხმებას მივაღწევთ და ხელშეკრულებას მოვაწერთ ხელს, მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერთვება დასაქმების სააგენტო, როგორც ამ სერვისების უზრუნველმყოფი“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

ამასთან, მინისტრის მოადგილემ მოქალაქეებისთვის განმარტა, რას გულისხმობს ლეგალური დასაქმება.

„ლეგალური დასაქმება გულისხმობს, რომ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ, რომელიც წინასწარ არის განსაზღვრული და ეს იქნება ინდივიდუალური პროფესიების მიხედვით,  მოქალაქეს აქვს ვალდებულება, დაბრუნდეს ქვეყანაში და იქ მიღებული გამოცდილება მიიღებს მხარდაჭერას, რომ სამსახურით უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

1tv.ge

P.S. ინფო:

  • როდის დაგასაქმებენ საფრანგეთში და სხვა ქვეყნებში?
  • რას გულისხმობს დასაქმება საფრანგეთში?
  • მსოფლიოს კიდევ რომელ ქვეყნებში გაქვთ ან გექნებათ დასაქმების შანსი?
  • რომელ პროფესიებზეა მოთხოვნა?
  • რა რისკებს შეიცავს უკონტროლო სამუშაო მიგრაცია?

ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხები წაიკითხეთ აქ:

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close