საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი – ცოტნე გამსახურდია დაჭრეს
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია, გავრცელებული ინფორმაციით, გულმკერდის არეშია დაჭრილი. ის საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში გადაიყვანა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ. ექიმების განაცხადებით, გამსახურდიას საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული.
მისი ძმის, კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ცოტნე გამსახურდია, სავარაუდოდ, ბასრი საგნით დაჭრეს. მას მომხდარის მოტივზე საუბარი უჭირს.
„მდგომარეობა მძიმეა, დაჭრილია გულმკერდის არეში. ჯერჯერობით მთავარია, გავარკვიოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შემდეგ ის, თუ რა შედეგს დადებს გამოძიება. თავს შევიკავებ წინასწარ იმაზე საუბრისგან, რაც არ ვიცი. პირველადი მონაცემებიდან გამომდინარე, რაც მე მითხრეს ინფორმაცია, ეს არის დანისებრი ბასრი საგანი. არის საკმაოდ საშიში ჭრილობა. ამიტომ, ჯერჯერობით დაველოდოთ, რას იტყვიან ექიმები. პირადი დაპირისპირება, როგორ გითხრათ, ასეთ რაღაცებზე არ ვარ კომპეტენტური, პირადი დაპირისპირება რატომ უნდა ყოფილიყო?“ – თქვა კონსტანტინე გამსახურდიამ.
მისი ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში ქირურგიული ოპერაცია უტარდება.
როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
შემთხვევა დღეს გალის ქუჩის 19 ნომერში, ზუსტად 19 საათზე მოხდა, რა დროსაც ცოტნე გამსახურდია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.
ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
1tv.ge
კომენტარები