fbpx
იტალიაკრიმინალი

იტალიაში მაფიის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაციის დროს 334 ადამიანი დააკავეს

იტალიაში მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ოპერაციის დროს 334 ადამიანი დააკავეს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კალაბრიული მაფიოზური ორგანიზაცია „ნდრანგეტას“ წინააღმდეგ მასშტაბური რეიდები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ერთდროულად რამდენიმე პროვინციაში ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ოპერაციის წყალობით სამართალდამცველებმა ვიბო-ვალენტიის პროვინციაში მოქმედი მაფიოზური ორგანიზაციის დაშლა მოახერხეს.

იტალიასთან ერთად ეჭვმიტანილები დააკავეს გერმანიაში, ბულგარეთსა და შვეიცარიაშიც. მასშტაბურ ოპერაციაში, საერთო ჯამში, სამი ათასი სამართალდამცველი მონაწილეობდა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, დაკავებულებს შორის არიან რეგიონებში მოღვაწე პოლიტიკოსები, მეწარმეები და ადვოკატები.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close