მსოფლიოსაზოგადოება

აშშ-ში ჯეკპოტი – 372 მლნ აშშ დოლარი გათამაშდა

აშშ-ში, ოჰაიოს შტატში იღბლიანმა ადამიანმა ლატარეა MEGA MILLIONS-ის ჯეკპოტი, 372 მილიონი დოლარი მოიგო. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გამარჯვებულს თანხის მიღების ორი ვარიანტი აქვს. მას პრიზის მომენტალურად განაღდება შეუძლია, თუმცა ამ შემთხვევაში მხოლოდ 251.5 მილიონი დოლარი ერგება. მეორე ვარიანტი კი მოგების 29 წელიწადზე გადანაწილებაა, რა დროსაც ის სრულ თანხას მიიღებს. გამარჯვებულის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

Mega Millions-ის ისტორიაში ყველაზე დიდი ჯეკპოტი – 1,537 მილიარდი დოლარი 2018 წლის 23 ოქტომბერს გათამაშდა.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close