მსოფლიოსაზოგადოება
საფრანგეთის პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
საფრანგეთის პოლიციამ ქალაქ ნანტში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ. ისინი მთავრობის მიერ დაანონსებულ საპენსიო რეფორმას აპროტესტებენ.
მასშტაბური საპროტესტო აქცია საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს. პარალელურად პარიზში გაფიცვა გრძელდება, არ მუშაობს მეტროს რვა ხაზი. აეროპორტებში რამდენიმე ავიარეისი გადაიდო. მუშაობა შეაჩერა ეიფელის კოშკმაც.
ამ ეტაპზე საფრანგეთში 42 საპენსიო სისტემა მუშაობს. ემანუელ მაკრონის მთავრობას ერთი, უნივერსალური სისტემის დანერგვა სურს, რომელიც ქულათა პრინციპზე იქნება დაფუძნებული.
1tv.ge
კომენტარები