მოდა/სილამაზემსოფლიო

მედია 61 წლის მადონას და 26 წლის მოცეკვავის რომანზე წერს

ამერიკელი მომღერალი და პოპვარსკვლავი მადონა მოცეკვავე აჰლამალიკ უილიამსთან რომანშია „ეჭმიტანილი“.

The Sun-ის ცნობით, პაპარაცებმა 61 წლის მუსიკოსს 26 წლის მოცეკვავესთან ფოტო მაიამიში, ერთ-ერთ სასტუმროში ყოფნისას გადაუღეს. მომღერალი ახლა გასტროლებზე იმყოფება, ხოლო აჰლამალიკ უილიამსი მის კოლექტივში ცეკვავს.

გამოცემის ცნობით, სასტუმროს აივანზე ასევე შენიშნეს მადონას 23 წლის გოგო ლურდესი, რომელიც უცხო კაცს ჰკოცნიდა.

მადონა ორჯერ იმყოფებოდა ქორწინებაში. პირველად მსახიობ შონ პენთან, შემდეგ კი – რეჟისორ გაი რიჩთან. ლურდესის გარდა მადონას გაი რიჩთან ვაჟი – როკო და ოთხი შვილობილი ჰყავს.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close