მსოფლიოკულტურასაზოგადოება

ვენის ისტორიულ ტაძარში გია ყანჩელის ხსოვნას საშობაო კონცერტი მიუძღვნეს

ვენის მინორიტეკირხეს ისტორიულ ტაძარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა საშობაო კონცერტი, რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.

კონცერტში მონაწილეობდნენ ვენაში მოღვაწე ქართველი ხელოვანები:
პიანისტი ქეთევან სეფაშვილი, კომპოზიტორი და პიანისტი გიორგი კაჩინსკი, ფლეიტისტი თემურ ხარშილაძე და სოპრანო მადინა კარბელი.

კონცერტს ესწრებოდა ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ავსტრიის სამთავრობო სტრუქტურებისა და კულტურულ-სამეცნიერო წრეებისა და ქართული დიასპორის ორასზე მეტი წარმომადგენელი.

გია ყანჩელი 2019 წლის 2 ოქტომბერს გარდაიცვალა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close