საზოგადოებასაქართველო

მაშველებმა 3000 მეტრის სიმაღლეზე ჩარჩენილი მამაკაცი გადაარჩინეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა ლენტეხში, მწვერვალ აილამაზე 3000 მეტრის სიმაღლეზე მყოფი მამაკაცი იპოვეს. დაშავებული განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამმართველოს მეხანძრე-მაშველებმა ვერტმფრენში სპეციალური ტექნიკით აიყვანეს.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ექიმებმა აღმოუჩინეს. დაშავებული თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში  გადაიყვანეს.

„ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფი. სამაშველო ოპერაციაში დილიდან, ხილვადობის აღდგენისთანავე, ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში ლენტეხში მწვერვალ აილამაზე მყოფი მამაკაცის შესახებ ინფორმაცია 14 დეკემბერს შემოვიდა. მამაკაცის თანმხლებმა პირმა მოახერხა უსაფრთხო ტერიტორიაზე გამოსვლა და სამაშველო სამსახურის გამოძახება. დაშავებული კლდოვან მწვერვალზე ორი დღის განმავლობაში იმყოფებოდა და მოყინული კიდურების გამო ვერ ახერხებდა გადაადგილებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close