პოლიტიკასაზოგადოებასაქართველო

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე. წ. სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, ე. წ. სასამართლოს დასრულების შემდეგ გამოცემის კორესპონდენტს ქართველი ექიმის პატიმრობაში დატოვების შესახებ მისმა ადვოკატმა ვლადიმირ ფიდაროვმა აცნობა.

ვაჟა გაფრინდაშვილის ე. წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებული ლენინგორის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. გაფრინდაშვილს წაყენებული აქვს ბრალი რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის პირველი ნაწილის 322-ე მუხლით, რაც გულისხმობს სახელმწიფო საზღვრის უკანონი გადაკვეთას, რომელიც ისჯება ფულადი ჯარიმით, იძულებითი სამუშაოთი 2 წლის ვადით ან თავისუფლების აღკვეთით ამავე ვადით.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ექიმი 9 ნოემბერს დააკავეს ე. წ. საზღვრის უკანონი კვეთის ბრალდებით, თუმცა გაფრინდაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ აღიარებს და, შესაბამისად, არც ბრალს აღიარებს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე. წ. სასამართლოს მიერ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close