მსოფლიოსაზოგადოება

ჟურნალმა „ტაიმმა“ 16 წლის გრეტა ტუნბერგი წლის ადამიანად დაასახელა

ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ტაიმმა“ წლის ადამიანად დაასახელა 16 წლის შვედი მოწაფე, გრეტა ტუნბერგი, რომელმაც კლიმატის ცვლილებების პრობლემებისადმი პოლიტიკოსების ყურადღების მისაქცევად გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებით გაითქვა სახელი.

ტუნბერგის ფოტო ჟურნალის გარეკანზეა გამოქვეყნებული.

რედაქცია აღნიშნავს არა მხოლოდ ტუნბერგის წვლილს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ იმასაც, რომ 16 წლის ბუნების დამცველი მაგალითად იქცა მისი თაობის მრავალი წარმომადგენლისათვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

გრეტა ტუნბერგმა ფართო აღიარება მოიპოვა შარშან, როგორც სკოლის მოსწავლეთა გაფიცვის ორგანიზატორმა. მისი მიბაძვით შვედეთში პარასკეობით სკოლის მოწაფეები, გაკვეთილებზე დასწრების ნაცვლად, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის მოწოდებით, აქციებს მართავდნენ.

გრეტა ტუნბერგმა თავის აქციას უწოდა „პარასკევი მომავლისთვის“. დღეს ეს მოძრაობა მთელ მსოფლიოში ორ მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close